მიხეილ ბატიაშვილი: ცვლილებები გამოცდების სისტემაში განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია

0

“ცვლილებები გამოცდების სისტემაში განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია”,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა გულისხმობს მისი ყველა მიმართულების სრულ ტრანსფორმაციას და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

„ცვლილებები გამოცდების სისტემაში არის განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. წლების წინ ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესება ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს – სკოლის მიმართ ინტერესის გაზრდა, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება, სკოლის გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება, დამატებით მომზადების საჭიროების შემცირება, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესება, სკოლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა. სისტემის გაუმჯობესების მცდელობა მხოლოდ ასეთი გამოცდების დაწესებით იყო შეცდომა. რეალურად, ზემოთ აღნიშნული შედეგები არ დადგა“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი