“როდესაც პოლიტიკური ჯგუფი რჩება ერთ მხარეს და საზოგადოება მეორე მხარეს, გამარჯვება ყოველთვის არის საზოგადოების მხარეს”

0

“სადამდეც იქნება შესაძლებელი, ჩემი პოზიცია იმ ტრიბუნიდან გავახმოვანო – რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ამას გავაკეთებ. თუ სხვა რეალობა დადგება, მთავარია, რომ პოზიციას არ შევიცვლი”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შაქარიშვილი მმართველ ძალას მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებს. ის პირდაპირ არ აცხადებს, დატოვებს, თუ არა საკრებულოს უმრავლესობას.
„საქართველოს პარლამენტში არის ბევრი პრინციპული, ღირსეული ადამიანი, რომელიც რჩება იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დასაცავად, რისი დაცვისთვისაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა. ჩემთანაც, თბილისის საკრებულოში, პარტიაში, ძალიან ბევრი ადამიანია ღირსეული – ფიქრობს, ადარდებს, ამას აკეთებს საჯაროდ, სხვადასხვა ფორმატში. ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში, როცა მოპოვებული გვაქვს დიდი ფასის ხარჯზე თავისუფლება, დღეს ჩვენ უმრავლესობაში ვიქნებით, პარტიაში, თუ პარტიის გარეთ, გავქვს სრული უფლება, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენ არ მოგვწონს. ჩემთვის საკრებულოში უმრავლეოსბაში ყოფნა ნადმვილად არ წარმოადგენს ბარიერს იმისათვის, რომ თქვენთან, საჯაროდ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია. ეს პოზიცია სადამდეც იქნება შესაძლებელი, რომ იმ ტრიბუნიდან გავახმოვანო, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ამას გავაკეთებ. თუ სხვა რეალობა დადგება, მთავარია, რომ პოზიციას არ შევიცვლი.
მეთოფიშვილებმა, მიქაუტაძეებმა, გვრიტიშვილებმა საკუთარი ხელით ჩამოიხსნენს ნიღბები. არათუ მოსამართლის პროფესიასთან შეუთავსებელ განცხადებებს აკეთებენ, არამედ, ზოგადად, ეთიკასთან, მორალათან შეუთავსებელ განცადებებს აკეთებენ, შეურაცხყოფას აყენებენ საოზგადოებას.
მე იმედს და ხსნას ისევ ქართულ საზოგადოებაში ვხედავ, რომელიც დადგება ძალიან მყარად იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დასაცავად, რისთვისაც ის ყოველთვის იბრძოდა. საზოგადოებრივი წნეხის იმედი მაქვს ამ პროცესში.
თუ დარჩება ერთ მხარეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი და მეორე მხარეს საზოგადოება, გამარჯვება საზოგადოების მხარეს იქნება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი