თბილისში, ხანძრისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული ფული იპოვეს

0

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება. ხანძრის შედეგად, დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი