აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლმა ლევან იზორიას წერილი მისწერა

0

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას წერილი მისწერა.
„თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ მ. შანაჰანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას წერილი გაუგზავნა და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შანაჰანი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება. გთავაზობთ წერილი ტექსტს:
ძვირფასო ბატონო მინისტრო. სასიამოვნო იყო თქვენთან და პრემიერმინისტრ ბახტაძესთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ვაფასებ თქვენი და თქვენი გუნდის უდიდეს ძალისხმევას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების საქმეში და ჩვენს მხარდამხარ ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებულ მსხვერპლს.
კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით შესანიშნავი დისკუსიისთვის. ველი თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას დიპლომატიისა და თავდაცვის მიმართულებით“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი