კოსტავას ქუჩაზე, საოჯახო ტიპის სასტუმრო იწვის

0

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საოჯახო ტიპის სასტუმრო „გუცა“ იწვის.
ცეცხლის ალი შენობის სახურავიდან ამოდის.
დაკვამლიანების გამო, შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
არსებული ვითარების გამო, კოსტავას ქუჩაძე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
ხანძრის გამო, კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი