“გირჩი” მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნებისთვის მთაწმინდის რაიონში ჩაეწერონ და კომუნალურების გადახდას ჰპირდება

0

მთაწმინდის ოლქში „გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ჰერმან საბოს განცხადებით, პარტია თავისი მხარდამჭერების მობილიზაციას აცხადებს.
“გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი, ყველანაირი კანონის დაცვითა და ცესკოსთან შეთანხმებით, მხარდამჭერებს მოუწოდებს, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მთაწმინდის რაიონში მდებარე ბინებში გადმოეწერონ.
ჰერმან საბო მთაწმინდაზე მცხოვრებ პირებს, თავის მხრივ, მოუწოდებს, რომ პარტიის მხარდამჭერებს მათ საცხოვრებელ ბინებში ჩაწერის უფლება მისცენ.
„გირჩი“ თავის თავზე კომუნალური გადასახადების გადახდას იღებს, რაც ამ პერიოდში დაგროვდება.
ამასთან, „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, რომ 19 მაისს დანიშნული არჩევნები რეალური შესაძლებლობაა, რომ პარლამენტში პარტიის ერთი წევრი იყოს წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი