ტექნიკური მიზეზის გამო, „სადგურის მოედანზე“, მეტროპოლიტენი არ მუშაობს

0

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, ტექნიკური მიზეზის გამო, მეტროს ერთი შემადგენლობა შეჩერდა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. ​
მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი, დროებით, ვერ მოემსახურება მგზავრებს. შეფერხება 10-15 წუთს გაგრძელდება. საბურთალოს ხაზი ჩვეული რეჟიმით მუშაობს.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი