ადრეულ ასაკში გადატანილი „წითელას“ გამო, 13 წლის ზურა ენცეფალიტს ებრძვის

0

13 წლის ზურა იმედაშვილი უკვე ერთი წელია, რაც სიკვდილს ებრძვის. იგი რეანიმაციაში წევს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მოზარდი ვერ ხედავს, არ ესმის და ვერავის ცნობს. ზურამ, 7 თვის ასაკში, “წითელა” გადაიტანა, თუმცა რაიმე გართულება ამას მაშინ არ მოჰყოლია. ის ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში იზრდებოდა. დადიოდა სკოლაში და საკმაოდ ენერგიული ბავშვი იყო. 11 წლის ასაკში კი მას, უეცრად, თავის ტკივილები დაეწყო – გაუჭირდა სიარული, დაკარგა მხედველობა, სმენა და მეხსიერება… გამოკვლევის შედეგად, მოზარდს ენცეფალიტი, თავის ტვინის ანთება დაუდგინდა, რომელიც ადრეულ ასაკში გადატანილი წითელას დაავადებით იყო გამოწვეული.
„ჩერნოვეცკის“ ფონდმა, გასულ წელს, ზურას მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომელშიც მონაწილეობა 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შეგროვებულმა თანხამ კი 5000 ლარს გადააჭარბა! ფონდმა მოზარდისთვის საჭირო მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები შეიძინა და კვლავ განაგრძობს მოზარდის დახმარებას.
„ჩერნოვეცკის“ ფონდი დიდ მადლობას უხდის ყველა ქველმოქმედს, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა ზურა იმედაშვილს. მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი განაგრძოთ დახმარება, თანხა შეგიძლიათ, გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზურა იმედაშვილი) ან ვებგვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/376-imedashvili/“, – აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი