სასამართლომ “მაიდანის საქმეზე” ე.წ. ქართველი სნაიპერების დაკითხვაზე შუამდგომლობა უარყო

0

კიევის “სვიატოშინკის სასამართლომ”, 2014 წლის 19 მარტის ევრომაიდანის დროს ჩაცხრილვის საქმეზე ე.წ. ქართველი სნაიპერების დაკითხვაზე შუამდგომლობა უარყო. ამის შესახებ ადვოკატი ევგენია ზაკრევსკაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შუამდგომლობა სასამართლოში “ბერკუტელების” დაცვამ შეიტანა. მათი დაკითხვა ბელორუსიიდან ვიდეკონფერენციით უნდა მომხდარიყო. ანალოგიური შუამდგომლობა მოწმეების ნაწილზე სასამართლომ, ადრე, დააკმაყოფილა და დაცვის მხარეს საშუალება მიეცა, დაეკითხათ ისინი სომხეთის ტერიტორიიდან, სადაც ისინი, როგორც თავად აცხადებდნენ, იმყოფებიან.
“მაგრამ აღმოჩნდა, რომ “სნაიპერები” ატყუებდნენ სასამართლოს, ჯერ კიდეც, ჩვენების მიცემამდე”, – წერს ზაკრევსკაია.
მისი თქმით, წინა მოთხოვნა დაკითხვის შესახებ 2017 წლის 7 დეკემბერს შევიდა. იმ დროისთვის, ერთ-ერთი მათგანი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა 2015 წლიდან, ხოლო მეორე – სომხეთს მხოლოდ 2018 წელს ეწვია. როგორც ცნობილია, 2017 წლის ნოემბერში, იტალიურმა ტელეარხმა “Canale 5”-მა, რომელიც მედიაჰოლდინგ “Mediaset S”-ის შემადგენლობაშია, აჩვენა იტალიელი სამხედრო კორესპონდენტის, ჯიან მიკალესინის ფილმი “უკრაინა: დაფარული სიმართლე”.
ის საქართველოს სამ მოქალაქეს შეხვდა: კობა ნერგაძეს, ალექსანდრე რევაზიშვილსა და ზალოგი კვარაცხელიას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ზუსტად ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მაიდანის დროს “ბერკუტის” თანამშრომლების დაცხრილვაში. 2017 წლის 19 დეკემბერს, “სვიატოშინკის სასამართლომ” დააკმაყოფილა “ექსბერკუტელების” დაცვის შუამდგომლობის მოთხოვნა ნერგაძისა და რევაზიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით – მაიდანის აქტივისტების მკვლელობასთან მიმართებით. 2018 წლის 10 იანვარს, კიევში, უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დაიკითხა მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადებით, ის “მაიდანზე” მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაიკითხა იტალიურ ტელეარხზე გასული ფილმის გამო.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ინფორმაცია ე.წ. ქართველ სნაიპერებზე (მაიდანზე, 2014 წლის ზამთარში), სიმართლეს არ შეესაბამება.

წყარო:https://censor.net.ua/photo_news/3117782/

კომენტარები

კომენტარი