თბილისის ბიზნესაქსელერატორმა ბიზნესგეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა

0

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქსელერატორის სპარკის ბენეფიციარებს, დღეს, თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ანდრია ბასილაიამ და საერთაშორისო ბიზნესსაკონსულტაციო აუდიტორული კომპანია „ბიდიო საქართველოს“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
თბილისის ბიზნესაქსელერატორმა „ბიდიო საქართველოსთან“ გასულ თვეში გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ, ყოველთვიურად, შეარჩიოს 4-5 სიცოცხლისუნარიანი ბიზნესიდეა და თითოეულისთვის ბიზნესგეგმა დაწეროს.
თბილისის ბიზნესაქსელერატორის სპარკი მიმდინარე წლის 30 იანვარს ამოქმედდა და უკვე 300-მდე ბიზნესიდეის, ასევე – მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირს აერთიანებს.
პროექტის მიზანია უფასო საერთო სამუშაო სივრცის, ექსპერტმენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების გახორციელება.

კომენტარები

კომენტარი