სამცხე-ჯავახეთის საზღვარზე, უცხოელებს ხალიჩებში გახვეული ნარკოტიკული საშუალებები შემოჰქონდათ

0

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ვალესა და კარწახში, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიაწოდეს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (105 აბი) და ფსიქოტროპული (80 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა.
„17-18 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,კარწახი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის მოქალაქეებს, ს.მ.-სა და დ.მ-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (105 აბი) და ფსიქოტროპული (80 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ორივე ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი