მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველოს თბილისის 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

0

21 მარტს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზს თბილისის 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. წიგნიერების პროექტის ფარგლებში, მწერალი, ბიბლიოთეკის წიგნის მოყვარულთა კლუბის პედაგოგი ლელა ცუცქირიძე მოზარდებს ესაუბრა ფრანგი მწერლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის შემოქმედებაზე. პედაგოგმა, ასევე, ისაუბრა დიდი მწერლის ბიოგრაფიის ძირითად შტრიხებზე და განიხილა მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ,,პატარა უფლისწული“. საუბრის თემამ მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებზეც აისახა.
R

კომენტარები

კომენტარი