“არავინ დატოვო…მიღმა” – პერფორმანსით თბილისის მოსახლეობა დაინტერესდა (ფოტოკოლაჟი)

0

რეპუტაციის მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია „რემაინდერის” ორგანიზებით დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულმა აქცია-პერფორმანმა – “არავინ დატოვო…მიღმა” თბილისის ქუჩებში გამვლელებისგან დიდი დაინტერესება, გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა.
დამონტაჟებულ ფოტოსა და GIF-ის გადამღებ აპარატებთან მრავალი ადამიანი ჩერდება და პორტალების მეშვეობით შორს მყოფ პირებს უკავშირდებიან.
„ძალიან საინტერესო აქცია გამოვიდა და ამისთვის დიდი მადლობა ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, წამყვანებს – მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს, მომღერალ რეზო ბლიაძეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს, რომლებმაც გამოხატეს თავისი მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი.
აქციის მიმდინარეობის დროს საინტერესო და მნიშვნელოვანი მიგნებებიც გავაკეთეთ – დაუნის სინდრომის შესახებ ახალგაზრდები არიან უფრო ინფორმირებულები, ვიდრე უფროსი თაობა, ხოლო ასაკოვან ადამიანებს უფრო მეტად სჯერათ მითების და განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ეს კამპანია ქუჩაში გადავიტანეთ, რადგან არავინ დავტოვეთ მიღმა და ჩვენი წვლილი შევიტანეთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლების საკითხში“, – განაცხადა კომპანია “რემაინდერის” დამფუძნებელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა, გიორგი კალატოზიშვილმა.
ცნობისთვის, რეპუტაციის მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია „რემაინდერი“, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან: კომპანია „სმარტ პროჯეკტს“ და სოციალური საწარმო „ბაბალე“-სთან ერთად, 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მხარდამჭერ აქციას მართავს, რომლის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების ცნობიერების და ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
აქციის ფარგლებში, თსუ-ის პირველ კორპუსთან და მეტროსადგურ „თავისუფლებასთან“, განთავსდება ჭრელი წინდებით ბრენდირებული ფოტოსა და GIF-ის გადამღები აპარატები და პორტალები, რომელთა მეშვეობითაც ერთმანეთისგან დაშორებულ პირებს შორის ინტერაქციაა შესაძლებელი.
აქციის საინფორმაციო მხარდამჭერი მედიაჰოლდინგი „კვირა“ და კომპანია Global Cinema Production-ია.

კომენტარები

კომენტარი