“საავტორო უფლებების სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს” – მანანა ფრუიძე

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს. ქართული ორგანიზაცია, დღეის მდგომარეობით, 150-ზე მეტი ქვეყნის 5 მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს აერთიანებს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობს და რეგიონში, დღემდე, ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. “ქართულ ასოციაციას” კანონით განსაზღვრული ხელშეკრულება 202 საზღვარგარეთის ანალოგიურ ორგანიზაციასთან აქვს გაფორმებული. აქვს თუ არა სხვა რომელიმე ახალ ორგანიზაციას საკანონმდებლო ბერკეტი, რომ საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვა გაახორციელოს, ამის შესახებ “კვირა” ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის – „საქპატენტის“ ახლანდელ და ყოფილ ხელმძღვანელებს ესაუბრა.
მანანა ფრუიძე-“ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის”, „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: “საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია შექმნილია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის ერთი თავი მთლიანად ეძღვნება ასეთი ორგანიზაციის შექმნის, მართვისა და მის მიერ უფლებების გახორციელების წესებს. ამდენად, ამ ორგანიზაციის შექმნის პირობები, მოთხოვნები არის განსაზღვრული კანონმდებლობით.
რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა, სხვა ორგანიზაციამაც მართოს საქართველოში საავტორო უფლებები – ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ნებისმიერი ერთი კატეგორიის ნაწარმოებზე მხოლოდ ერთი კოლექტიური მმართველობის ორგანიზაციის არსებობას განსაზღვრავს კანონი, რაც ევროკავშირის გამოცდილებას ეფუძნება და გულისხმობს იმას, რომ ერთ სფეროში მხოლოდ ერთი საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია არსებობდეს. საქართველოში უკვე არსებობს ასეთი ორგანიზაცია – ეს არის “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია”, რომელიც, ავტორთა გადაწყვეტილებით, მთლიანად მოიცავს და მართავს ყველა იმ უფლებასა და კატეგორიას, რაც არის გათვალისწინებული საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით. ასე რომ, ახალი, ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს.
ანუ არარეალურია ის, რომ დაარსდეს საქართველოში საავტორო უფლებების მართვის სხვა ორგანიზაცია?
საქპატენტი ახორციელებს საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის კონტროლსა და მონიტორინგს? შეგიძლიათ, გვითხრათ, რამდენად ღია და გამჭვირვალეა ამ ორგანიზაციის მუშაობა?
ავტორებს აქვთ ყველანაირი ბერკეტი, მოითხოვონ მათი ნაწარმოების გამოყენებისგან მიღებული ჰონორარი.
ვინ აკონტროლებს მათ ფინანსურ ვალდებულებებს და გამჭვირალობას?
საქპატენტი, არის უწყება, რომელიც საავტორო უფლებების სფეროში განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და, შესაბამისად, “საავტორო უფლებათა ასოციაციას” აქვს ვალდებულება, ანგარიში წარუდგინოს მას. ბატონო ნიკა, ბოლო დროს, საკმაოდ ბევრს საუბრობენ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ახალი ორგანიზაციის შექმნაზე.
რამდენად რეალისტურია ის, რომ დაარსდეს საქართველოში საავტორო უფლებების მართვის სხვა ორგანიზაცია?
კანონით დაუშვებელია და გეტყვით, რატომ. საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციის სტატუსი რომ მოიპოვო, მომხმარებელს თანხა რომ გამოართვა და ავტორს ჰონორარი გადაუხადო, ამისთვის აუცილებელია, რომ უმრავლესობა იმ ორგაინიზაციებთან გქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებიც მსოფლიოში მუშაობენ საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით. ეს ხელმოწერები უნდა წარმოადგინო საქპატენტში და მიიღო სტატუსი. თუმცა, მე ვიცი, რომ საქართველოში არსებულ ორგანიზაციას უკვე აქვს ეს ხელმოწერები. და, კიდევ ერთი – კანონში წერია, რომ ერთი კატეგორიის ავტორის უფლებებს უნდა მართავდეს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია. ეს ასე იმიტომაა განსაზღვრული, რომ არ შეიძლება, მოსარგებლეს მიადგეს ორი სამი ან რამდენიმე ორგანიზაცია და მოსთხოვოს გადახდა. ეს ასეა საქართველში, ასეა ევროპაში და ასეა მთელს მსოფლიოში.