ჯაფარიძის შემდეგ, უკვე ხაზარაძეც უარყოფს “რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯაფარიძე მასსა და გახარიას შორის შუამავალია”

0

ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, უკვე მამუკა ხაზარაძეც უარყოფს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბადრი ჯაფარიძე მასსა და გახარიას შორის შუამავალია
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ, სკანდალურ წერილთან დაკავშირებით, რომელიც შს მინისტრმა მას გაუგზავნა, ბადრი ჯაფარიძის შუამავლობა არაფერ შუაშია:
„ბადრი ჯაფარიძე და მე, იცით, რომ ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ – ერთი ოჯახის წევრები და, შესაბამისად, აქ შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი