ირაკლი კობახიძე: “ტყის საერთაშორისო დღე” კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტყეების დაცვას

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, “ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით”, მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ტყეების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ვალია.
„21 მარტი “ტყის საერთაშორისო დღეა”, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პლანეტის მწვანე საფარისა და საქართველოს ტყეების დაცვასა და შენარჩუნებას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 21 მარტი “ტყის საერთაშორისო დღედ” გაეროს გენერალურმა ასამბლემამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი