ირაკლი კობახიძემ სასაზღვრო ძალებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასაზღვრო ძალებს პროფესიული დღე მიულოცა.
„საქართველოს სასაზღვრო ძალებს, ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენ იცავთ სამშობლოს და ამ საქმეს მუხლჩაუხრელად ემსახურებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მესაზღვრის პროფესიული დღე 1999 წელს დაწესდა. დღესასწაული წელს უკვე მეოცედ აღინიშნა.