ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. მან მედიის წარმომადგენლებს პატივისცემა დაუდასტურა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„პროფესიულ დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს, მომავალ ჟურნალისტებსა და სრულიად საზოგადოებას. თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განუზომელია. ჟურნალისტის პროფესია არის საპატიო, გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი და იგი ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტურ უფლებას – სიტყვის თავისუფლებასა და ხალხს ემსახურება. საქართველოს პარლამენტის სახელით, მედიის თითოეულ წარმომადგენელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვუდასტურებ პატივისცემასა და მზადყოფნას თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი