ვარკეთილის მესამე მასივში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს

0

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი დოხტურიშვილი, საკრებულოს წევრებთან, ირაკლი ზარქუასთან და ლევან არველაძესთან, ასევე – სამგორის რაიონის გამგებელთან, კახაბერ გულედანთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში, მიმდინარე ინფრასტრუქუტურულ სამუშაოებს გაეცნო.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივის რამდენიმე მისამართზე, წყალარინების ქსელი იცვლება და სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე – საერთო სარგებლობის გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტება.
დეპუტატის თქმით, ვარკეთილის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15-მდე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.
დღესვე, საკრებულოს დეპუტატებმა და სამგორის რაიონის გამგებელმა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთანაც გამართეს და მათ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს. გიორგი დოხტურიშვილმა და კახაბერ გულედანმა აღნიშნული სამუშაოების დაფინანსების ბრძანება მოსახლეობას პირადად გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი