მეტროსადგურ “სამგორში” შეფერხება აღმოფხვრილია

0

თბილისის მეტროსადგურ “სამგორში” შეფერხება აღმოფხვრილია და, “კვირას” ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მუშაობა განახლდა.
ცნობისთვის, თბილისის მეტროპოლიტენში, მეტროსადგურ „სამგორში“, შეფერხება დღეს დილით, დაახლოებით – 10:00 საათისთვის დაფიქსირდა. მგზავრებს მოძრავი შემადგენლობის დაცლა მოსთხოვეს, რის შემდეგაც, ბაქანზე მეორე მატარებელი შემოვიდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბაქანზე სათადარიგო ელმავალი შეიყვანეს, რომელსაც მატარებელი სადგურიდან უნდა გაეყვანა და, შედეგად,  მეტროს მუშაობა ჩვეული რეჟიმით განახლდებოდა.

კომენტარები

კომენტარი