21 მარტს “დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე” აღინიშნება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჭრელი წინდების კამპანიას, #წინდამინდა, წელსაც შეუერთდა. ბოლნისის მერის მოადგილეებმა, სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარები მოინახულეს.
„ვალენტინა ნავერიანმა და ლონგინოზ გასანოვმა ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს, “დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე” მიულოცეს და, ჭრელი წინდებით, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“, – აცხადებენ ბოლნისის მერიაში.
მათივე ცნობით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ “დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს” წელს მერვედ აღნიშნავს.
ცნობისთვის, წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა”.

კომენტარები

კომენტარი