“აზიური ფაროსანას” საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

0

გურიაში, “აზიური ფაროსანას” საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო. მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტარები ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ჭყონაგორა, ნიგოითი, ნატანები, ამაღლება) საკარმიდამო ტერიტორიებს, თხილის ფართობებსა და მიტოვებულ შენობებს ათვალიერებენ და მავნებლის რაოდენობას სწავლობენ.

“ღონისძიებებში ჩართული არიან გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია და საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა შალამბერიძე. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

როგორც ადგილობრივებთან საუბრისას ლაშა შალამბერიძემ განაცხადა, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების არეალის დროული იდენტიფიცირება, რაც მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შეხვედრები, ღონისძიებების პარალელურად, სისტემურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი