თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, 
გლდანის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მარატ ნოზაძის, დუმბაძისა და გამარჯვების ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი:
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, გუგუშვილის, სანაძის, დობორჯგინიძის, მებაღეობის, ჭიჭინაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, ბერიაშვილის, კაკლიანის, დამპალოსა და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი:
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს, გულუას, გორგასალისა და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი:
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, Xა კვარტლების, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, ხევძმარის, ფეიქართა, თემქის, ზღვისუბნის, შეშელიძის, გაგილაძისა და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი:
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისისა და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი:
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-III მასივის – IV კვარტლის, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის, დავით კვაჭანტირაძისა და ქეთევან წამებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი