თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურებისა და სასამართლოსი

0
„სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურებისა და სასამართლოსი“, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.
„სტრასბურგის სასამართლოში დავების შემცირებასთან დაკავშირებით იყო ქალბატონი სოფო კილაძის კითხვა – აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი: 2011 წელს, სტრასბურგის სასამართლოში 395 ახალი საჩივარი შევიდა, ხოლო შარშან – 99 ახალი საჩივარი. ვფიქრობ, საჩივრების კლება, რბილად რომ ვთქვათ, თვალშისაცემია და პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რომ უფრო მეტად სჯერათ ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ტერიტორიაზე მყოფ პირებს ჩვენი საჯარო სტრუქტურების, სასამართლოსი და პირდაპირ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს – უიმედობის განცდის გამო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი