„მედიააკადემიის“ სამდღიანი “უორკშოპი” ჟურნალისტებისთვის – „სოციალური კვლევისა და ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში“

0

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ სამდღიანი უორკშოპი ჩაატარა სახელწოდებით – „5W & H ციფრულ ეპოქაში და სოციალური კვლევის მეთოდები“.

ტრენინგი, რომელშიც 13-მა ჟურნალისტი მონაწილეობდა, თეორიული ნაწილის გარდა, სამუშაოებსაც მოიცავდა. გამოცდილ ტრენერებთან, ჟურნალისტ მარინა ვაშაყმაძესა და სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან ერთად, “უორკშოპის” მონაწილეებმა იმუშავეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და შეიძინეს შესაბამისი ცოდნა.

“უორკშოპის” პირველი ნაწილი დაეთმო სოციალური კვლევის პრინციპების განხილვას, მედიის სფეროში ამ პრინციპების გამოყენების სპეციფიკას; მეორე ნაწილი კი – ამბის თხრობის მეთოდებს ციფრულ ეპოქაში, ურთიერთმიმართებას ტრადიციულ ჟურნალისტიკასა და ახალ – მულტიმედიურ შესაძლებლობებს შორის.

სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტებმა  ამომწურავი პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღეს:

  • როგორ შეიცვალა ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში;
  • რით განსხვავდება ტრადიციული ჟურნალისტიკა მულტიმედიური თხრობისგან;
  • როგორ იქცა რიგითი მოქალაქე ჟურნალისტის კონკურენტად;
  • როგორ უნდა მოხდეს ჟურნალისტების მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების „წაკითხვა“ და გაშუქება;
  • რას ნიშნავს გამოკითხვის დროს შემთხვევითი შერჩევა, შერჩევის ცდომილება და ღია/დახურული შეკითხვები.

მედიაგამოწვევები იცვლება და ვითარდება, ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები. მედიის წარმომადგენლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დამატებითი ცოდნის მიღება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მედიააკადემიამ 13 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტებს საშუალება მისცა, გაეღრმავებინათ მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. მედიააკადემიის დაფუძნების მთავარი მიზანი ხომ სწორედ მედიის სფეროს მუშაკთა ხელშეწყობა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაა.

“უორკშოპში” მონაწილეობა როგორც ცენტრალური, ისე  რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

R

კომენტარები

კომენტარი