საქართველოსა და Eurojust-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება

0

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.
„29 მარტს, ჩვენ წარმატებით დავასრულებთ 4-წლიან მოლაპარაკებებს Eurojust-თან და გავწევრიანდებით ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციის სისტემაში. ხელი მოეწერება ხელშეკრულებას. ამ ორგანოსთან ტექსტზე შეთანხმება უკვე მოხდა. ევროკომისიამ და საბჭომ მწვანე შუქი აუნთო ამ ხელმოწერას. მე და შალვა თადუმაძეს გვექნება პატივი, საქართველოს სახელით მოვაწეროთ ხელი ამ ისტორიულ დოკუმენტს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი