ნინო თანდილაშვილმა ტრენინგი „გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების გასაუმჯობესებლად“ გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ტრენინგი სახელწოდებით „გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების გასაუმჯობესებლად“ გახსნა.
ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის ფორმირებაში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ველოინფრასტრუქტურის ქსელის განვითარება არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს მცირე ზომის ურბანულ ქალაქებშიც მნიშვნელოვანია, რადგან ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების თემა რეგიონებშიც მწვავედ დგას. კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გამახორციელებელი ღონისძიების დაგეგმვისას კი ჩვენი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინება აუცილებელია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დამკვიდრება გარემოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს ქალაქებში ველოინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ტრენინგი იმართება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ფარგლებში.
ტრენინგი სამდღიანია და სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“ იმართება. მას GIZ-ის ოფისის ხელმძღვანელი კარლ ფ. ტესტენსენი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების (UNDP-ის წარმომადგენლობა) ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, UNDP-ის საქართველოს წარმომადგენელი ლაშა ნაკაშიძე, ქალაქ თბილისის მერიისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები