თეა წულუკიანი: ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან დიდი წვლილია იუსტიციის სამინისტროს სისტემის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მიღწევებში იუსტიციის სამინისტროს სისტემის როლი აღნიშნა.
„ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან დიდი წვლილია იუსტიციის სამინისტროს სისტემის, რადგან საქართველო არის მოწინავე Doing Business-ში. აქ არის ოთხი კომპონენტი. 2012-2013 წლებში ვიყავით მეშვიდე ბიზნესის დაწყების რეიტინგში. დღეს ვართ მსოფლიოში მეორე, ქონების რეგისტრაციის ნაწილში ჩვენ ვართ რიგით მეოთხე ქვეყანა და ეს მთლიანად საჯარო რეესტრისა და სხვადასხვა მოკავშირე სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა, რომელთა „ფრონტ ოფისის” ფუნქციასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ასრულებენ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები