მორიგი სიცრუე “რუსთავი 2”-ისგან – „მედია რენდგენი“ „გაკანფეტებული ხის სიცრუის“ შესახებ (ვიდეო)

მორიგი სიცრუე “რუსთავი 2”-ისგან – ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემა „მედია რენდგენის“ ავტორისა და წამყვანის რენდგენის ობიექტი, ამჯერად, „გაკანფეტებული ხის სიცრუე“ გახდა.
“რუსთავი 2”-ის სიუჟეტში, რომელიც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის შენებას ეხება, ითქვა, რომ დენდროპარკისთვის კანფეტის ხეები მიაქვთ. სინამდვილეში კი, დენდროპარკში მიაქვთ 2 ტიტა და 1 ვერხვი.
შემდეგი „ფეიკი“, რაშიც მედიარენდგენის ავტორი “რუსთავი 2”-ს ამხელს, ის არის, რომ, ხეების გადატანის გამო, საშინლად იჩეხება ფიჭვნარი. რეალურად კი, კერძო პირის საკუთრებაში მყოფ მიწაზე 3 ნაძვი მოიჭრა, მეპატრონემ თავად სთხოვა ხის გადამტანებს ნაძვების მოჭრა, მორებად დახერხვა და იქ საკუთარ ტერიტორიაზე შენახვა.
რუსთავი2-ის სიუჟეტში, ასევე, საუბარია იმაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თანხა ერთი ხისთვის გადაიხადა, მეორე კი უნებართვოდ მიაქვს. რეალობა კი, მედიარენდგენის ავტორის თქმით, ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ტიტები აჩუქეს, რის დასტურადაც ნაჩვენებია ჩუქების ხელშეკრულება.
ამასთან, მესამე ტიტა, რომელიც ხეების ტრანსპორტირებას ხელს უშლიდა, უნდა მოეჭრათ, მაგრამ არ მოჭრეს და გვერდით გადარგეს. აქედან გამომდინარე, ტყუილია ლანჩხუთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადება, რომ ხეები ამოთხარეს სახელმწიფოს ტერიტორიიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები