ნიკოლოზ მეტრეველი: მსგავსი გადაცემები ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ჯანსაღ განვითარებას

„კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ხედვაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი გადაცემები ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. „ვფიქრობ, აუცილებლად საყურებელი გადაცემა გააკეთა, გუშინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა არგუმენტირებული პასუხი. სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევებში, საქმე გვაქვს მასობრივ, მიზანმიმართულ სისტემურ დეზინფორმაციასთან. საუბარია კონკრეტულ დაჯგუფებებზე, რომლებიც ცდილობს, ბინძური მეთოდებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე. არ ვასახელებ ზემოაღნიშნულ აქტორებს, რადგან, გადაცემის ყურების შემდგომ, მაყურებელი მარტივად გაიგებს სიმართლეს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკურ გუნდს. მსგავსი გადაცემები, ნამდვილად, ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ჯანსაღ განვითარებას!“ – წერს მეტრეველი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები