რუსული პროპაგანდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში – მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, გაერკვია, რამდენად ინფორმირებულები არიან ეთნიკური უმცირესობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, საიდან იღებენ ამ ინფორმაციას და შეესწავლა ის მედიაგზავნილები, რაც ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.

კვლევამ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები მოიცვა.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და როგორ აწვდის უმცირესობებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციას.

კვლევის ფოკუსში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 5 გადაცემა და 1 თოქ-შოუ (მოამბე- დღის თემა), ასევე, რუსულენოვანი ტელეარხები – 1 არხი და როსია 24 მოხვდა.

კვლევის ფარგლებში მედია მონიტორინგი 2018 წლის 1 მაისიდან 15 ნოემბრამდე განხორციელდა. შერჩეულ 8 ფოკუს ჯგუფში 64 ადამიანი მონაწილეობდა.

გაირკვა, რომ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სატელევიზიო არხების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია (45% არცერთ არხს არ ენდობა), ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის , რომ რეგიონის პრობლემები ნაკლებად შუქდება.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სოციალური ქსელებიდან უფრო მეტად მოიხმარენ ,,ოდნოკლასნიკებს“ , ვიდრე ფეისბუკს, თუმცა ყველაზე ნაკლებად სანდოდ სწორედ ,,ოდნოკლასნიკები“ დაასახელეს და ყველაზე სანდოდ კი ტრადიციული მედია.

რაც შეეხება რუსული ტელეარხების დაკვირვებას, აქ კარგად გამოიკვეთა ანტიდასავლური გზავნილები, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სირიის თემა, სადაც აშშ წარმოჩენილია, როგორც აღმოსავლეთში ტერორისტების მხარდამჭერი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიზისას კი გამოჩნდა, რომ ევროატლანტიკური საკითხები მეტწილად ნეიტრალურად ან პოზიტიურად შუქდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები