ირაკლი ბერაია: შსს წარმატებით ებრძვის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას
შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ებრძვის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია აცხადებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ებრძვის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას. ფონიჭალაში, პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ მიმართულებით. დაკავებულთა შორისაა არა ერთი ნარკორეალიზატორი.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შსს-ს აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის მანძილზე ამოღებულია ნარკოტიკის უპრეცედენტოდ დიდი ოდენობა, როგორც ჰეროინი და კოკაინი, ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებები, პასუხისგებაში მიცემულია 300-ზე მეტი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები, პრაქტიკაში ადასტურებს ამ რეფორმების ფარგლებში გადადგმული ქმედითი ნაბიჯების ეფექტიანობას”, – აცხადებს ბერაია.