გიორგი ბირბიჩაძე: დღეს, მართლაც ისტორიული დღეა, ჩვენ მივიღებთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტის განხილვისას, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გიორგი ბირბიჩაძემ დოკუმენტი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეაფასა და კენჭისყრის დღეს ისტორიული თარიღი უწოდა.
„დღეს, მართლაც ისტორიული დღეა, ჩვენ მივიღებთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რომელიც დედაქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში და საშუალებას მოგვცემს თბილისის განვითარება მოხდეს სწორად და თანმიმდევრულად“, – განცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა უდიდესი შრომა დაიხარჯა, რომ გენერალური გეგმა თბილისისა და თბილისელების ინტერესებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში ყოფილიყო. დეპუტატმა დედაქალაქის მერიას, სითი ინსტიტუტს, დარგის სპეციალისტებსა და დეპუტატებს სამუშაოს წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის გარანტი იმისა, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ ქალაქის ქაოტური განაშენიანების მანკიერ პრაქტიკას, რაც, დამეთანხმებით, თითოეული თბილისელის ოცნებაა, ამიტომ, ვულოცავ თბილისს და თბილისელებს დედაქალაქის მიწათსარგბელობის ახალ გენერალურ გეგმას”, – აღნიშნა ბირბიჩაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები