ნინო წილოსანი: ახალი გენგეგმა აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის

„ახალი გენერალური გეგმა აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, გენგეგმაში წინასწარაა გაწერილი რეკრეაციული, სამშენებლო თუ სხვადასხვა ზონა, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის გრძელვადიანი და გეგმაზომიერი განვითარებისათვის.„
დღეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მიღებული იქნება თბილისის გენერალური გეგმა. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო საშუალება, თავიდან ავიცილოთ ინტერპრეტაციები და მანიპულაციები, რასაც კარგად იყენებდა წინა ხელისუფლება K2 კოეფიციენტის გაცემისას. პროცესი, რომელშიც სხვადასხვა დარგის კომპეტენტური ადამიანი იყო ჩართული, საკმაოდ ღიად მიმდინარეობდა. ხოლო, მიღებულ გენერალურ გეგმაში ვფიქრობ, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ყველა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის. მაგალითად ის, რომ რეკრეაციული ზონების და მწვანე სივრცეების ოდენობა 4 მლნ კვადრატულით იმატებს.
ოპოზიციას კი ვურჩევ, სჯობს, თუ რაიმე კვალიფიციური ან პროფესიული შენიშვნა აქვს, გააჟღეროს საქმესთან მიმართებაში, ვიდრე ფაქტების დამახინჯებით პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები