ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობამ ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, ბერთუბნის დასახლებაში – წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩაზე დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.
„გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, მათ შორის, ბერთუბანში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ახორციელებს. აღნიშნულ დასახლებას წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს B & B ახორციელებს, მაისში დასრულდება. წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 597 695 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები