როს უილსონი: საქართველო ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ასეთად რჩება

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველო უკვე დიდი ხანია რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლიდერია და ასეთად რჩება.
„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომლის მომზადებასაც სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს. ის ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით 200 ქვეყნის შესახებ. ანგარიშზე მომუშავეებს საერთო სახელმძღვანელო პრინციპები აქვთ და კრიტიკულად უყურებენ იმ საკითხს, როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია. ეს ასეც უნდა იყოს, ამ ქვეყნის, მისი მთავრობის – მტკიცე მეგობრების პოზიციიდან იმ საკითხებზე, რომლებზეც სამართლებრივად ვალდებულნი ვართ ანგარიში მოვამზადოთ.
საქართველო დიდი ხანია ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ლიდერად რჩება. ეს ის საკითხებია, რაზეც აქტიური დიალოგი გვაქვს მთავრობასთან – იმ საკითხების უმეტესობასთან დაკავშირებით მაინც, რაც ანგარიშშია მოყვანილი. ჩვენ ველით რომ გავაგრძელებთ მტკიცე, მეგობრულ და სასარგებლო დიალოგს იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის; ეს, ასევე, მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის“. – აცხადებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები