სართიჭალაში, საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

სართიჭალაში, გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა 1200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ავტომანქანა აფეთქებას გადაურჩა.
მათივე ცნობით, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები