ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში გადაასვენეს

გალში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში გადაასვენეს.
ირაკლი კვარაცხელიას ნათესავები გალში ცხოვრებენ და მათი დიდი ნაწილი ამის გამო ვერც პანაშვიდზე ჩამოსვლას შეძლებს.
ცნობისათვის, კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ექსპერტების გარდა, პროცესს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები აკონტროლებენ.
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ გარდაცვლილს ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, რაც სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმაც დაადასტურა.
ცენტრ „ემპათიაში“ აცხადებენ, რომ თუ რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ და გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ყელზე არის ღარი, ნაჭდევები, საიდანაც აღებულია ქსოვილოვანი მასალა და გაგზავნილია შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში. შინაგანი ორგანოებიდანაც აღებულია მასალა და დაველოდებით პასუხებს. ეს ფაქტი მოხდა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ადამიანი იმყოფებოდა პატიმრობაში, შესაბამისად, ამ ადამიანის გარდაცვალებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, ვინც ადმინისტრირებდა მოწყობილ საპატიმრო დაწესებულებას. იყოს ეს სუიციდი თუ სხვა რამით გამოწვეული ადამიანის მკვლელობა, ამას გასცემს ექსპერტიზა გამოძიებასთან ერთად პასუხს,“- აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები