Global Finance-მა „თი-ბი-სი“ ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა „თი-ბი-სი“ ბანკი საუკეთესო ბანკად საქართველოში ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს „თი-ბი-სი“ ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას.
2019 წლის საუკეთესო ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.
„მოხარული ვართ, რომ Global Finance-ის კიდევ ერთი ჯილდო მივიღეთ. ეს აღიარება ხაზს უსვამს „თი-ბი-სი“ ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს, პროგრესს ციფრული სტრატეგიის განვითარების კუთხით და გუნდის ძალისხმევას, ბანკის მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება და პროდუქტები. წლის ბოლოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგების მიღწევას ველით”, – განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თანამედროვე მომხმარებელი უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს ფინანსური მომსახურების პროვაიდერებს. მათ მოეთხოვებათ თითოეულ მომხმარებელზე მორგებული, მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურების გაწევა რეალურ დროში”, – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯარაპუტომ, ჟურნალ Global Finance-ის მთავარმა რედაქტორმა.
საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,050-იანი მსოფლიოს 188 ქვეყანაში ტირაჟით გამოიცემა. Global Finance-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ცნობისთვის, Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. გამოცემამ “თი-ბი-სი” ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად აღიარა 2004, 2006, 2007 და 2012-2019 წლებში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები