„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს 1500 თანამშრომელი აწერს.
„კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას, „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად, რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით. „ომეგამ“ 2004 წელს მიღებული რესტრუქტურიცაზიის შედეგად, 5 წლის განმავლობაში წარმატებით გაისტუმრა და ბიუჯეტში შეიტანა 700 მლნ ლარზე მეტი. იმედი გვაქვს, „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული გრაფიკი, რომ დროულად დაფაროს არსებული ვალდებულება, მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციისა და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის საქართველოში. „ომეგა ჯგუფი“ კი ასევე იქნება წარმატებული ბიზნესის, მშრომელი ხალხის უფლებებისა და თავისუფლების საუკეთესო მაგალითი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები