ექსპერტი: ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნებოდა

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს თოკის ჩანართები აღენიშნებოდა, – ამის შესახებ სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ირაკლი თოიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, გარდაცვლილს ყელზე დაზიანებები ჰქონდა. ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა გუშინ 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები, ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება“, – განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დეფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა. ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები