ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს ცენტრი ,,ემპათია” დაიცავს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, თავისუფლება აღკვეთილი, ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს ცენტრი ,,ემპათია” დაიცავს, ასევე ექსპერტიზაში ჩართული იქნება ცენტრი ,,ემპათიას” სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი.

,,შემთხვევას სუპერვიზიას გაუწევს ცენტრი ,,ემპათიას” დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი. აღნიშნულის თაობაზე ცენტრმა ,,ემპათიამ” მიმართა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.

ასევე, ცენტრი „ემპათია“ საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები