ქვეყნებს შორის, სადაც ონკანის წყლის დალევა არ შეიძლება, საქართველოც მოხვდა

ტურისტულმა სააგენტომ Globehunters-მა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების სია შეადგინა, სადაც ონკანიდან წყლის დალევა არ არის უსაფრთხო და რეკომენდირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Daily Mail” ავრცელებს.
ამ ქვეყნების სიაში 187 ქვეყანა შედის საქართველოს და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ჩათვლით, გარდა ესტონეთისა. ამ ჩამონათვალში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ონკანის წყალი მითითებული ქვეყნის ტერიტორიაზე ჭუჭყიანია – ის, უბრალოდ, არ არის რეკომენდირებული დასალევად. ამ კრიტერიუმის მიხედვით ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები კანადა, ავსტრალია, ჩილე, იაპონია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღმოჩნდა. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფაღარათისგან, რომელიც წყალმა გამოიწვია, მსოფლიოში ყოველწლიურად 842 ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები