„ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერს გადაეცა. მისი თქმით, კონსტიტუციურადაც სწორია, როდესაც ასეთ პასუხისმგებლობას იღებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს ხელშეკრულებას.
“გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა, პარლამენტი ძალიან შეხმატკბილებულად, კოორდინირებულად მოქმედებენ და იმოქმედებენ ამ შეთანხმების მომავალში ხორცშესხმის თვალსაზრისით”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები