გორში გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს

გორში გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 15 წლის ბიჭი მეტროს ერთ-ერთ სადგურში იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ მოზარდს გუშინდელი დღიდან ეძებდნენ, რომელიც სახლიდან 11 მარტს, ნაშუადღევს გავიდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები