ნუგზარ ბაგრატიონის და: ვიღაცას სისულელე წამოსცდა, მე ვიცი, რომ ჩვენი ოჯახი ბაგრატიონია

„მე დღემდე ბაგრატიონი ვარ“, – ამის შესახებ „კვირას“ ნუგზარ ბაგრატიონის დამ, მზია ბაგრატიონმა განუცხადა.
მისივე თქმით, მათი გვარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ტელეეთერით შეიტყო.
„მე დღემდე ბაგრატიონი ვარ. რაღაც სისულეებზე კომენტარი როგორ გავაკეთო. ტელევიზორს ვუყურებდი და მეც თქვენსავით გავიგე ახლა ეს ამბავი. ვიღაცას სისულელე წამოსცდა, მე კომენტარს რატომ მთხოვთ. მე ვიცი, რომ ჩვენი ოჯახი ბაგრატიონია“, – განუცხადა „კვირას“ მზია ბაგრატიონმა.
ამასთან, გვარის წარმომავლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს ნუგზარ ბაგრატიონიც.
„რა გითხრათ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს. სამი მოსამართლე ზის და იხილავს ამ საქმეს. მიბრძანდით სასამართლოში“, – განუცხადა „კვირას“ ნუგზარ ბაგრატიონმა.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტს, რომელი შტოა ნამდვილად მეფური წარმომავლობის. როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დნმ-კვლევის თანახმად, ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა. “სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ დნმ-კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლონ, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია”, – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ. დღეს მოსარჩელე მხარეს სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წარმოადგენდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. „მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა“, – ამბობს ადვოკატი ლევან გორელაშვილი. ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები