“ლიბერთი ბანკსა” და “თბილისის ლოკომოტივს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ლიბერთი ბანკსა” და საფეხბურთო კლუბ “თბილისის ლოკომოტივს” შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.
“ლოკომოტივის მთავარი ფასეულობაა, წარმატებით იფუნქციონიროს როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ. ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც. მოხარული ვარ, რომ “ლიბერთის” სახით ძლიერ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერ ორგანიზაციას დავუმეგობრდით. ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ფინანსური სარგებლის გარდა, გავიჩენთ უფრო მეტ გულშემატკივარს. ყველა ვთანხმდებით, რომ ფეხბურთი გულშემატკივარს ეკუთვნის და მათი სტადიონზე დაბრუნება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია”,- განაცხადა საფეხბურთო კლუბ “თბილისის ლოკომოტივის” პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ.
,,ლიბერთის” არსებობის ისტორიაში ეს ამ მასშტაბის პირველი პროექტი გახლავთ, რითაც ბანკი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენი დიდი სურვილია, “თბილისის ლოკომოტივის” ყოველი თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავერთვებით. ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში არაერთ ერთობლივ და საინტერესო პროექტს შევთავაზებთ კლუბის და ზოგადად, ფეხბურთის ქომაგებს“, – აღნიშნა “ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები