დავით კირკიტაძის პროცესთან დაკავშირებით გურჯაანის სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
​დაცვის მხარე კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, არსებობს 15 ათასი პირის ხელმოწერა, რომლებიც მზად არიან დავით კირკიტაძეს თავდებში ჩაუდგნენ და ასევე, თავდებობაზე თანახმაა პარლამენტის 27 დეპუტატი. დაცვის მხარე ათასობით თავმდები პირის სასამართლოში მიყვანას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცველზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები