„თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირებისას სამი პირი დააკავეს

თბილისში, „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირებისას სამი პირი დააკავეს.

სამი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ბანკის დაცვის თანამშრომელს ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაშავდა დაცვის თანამშრომელი.

სამივე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი პოლიციამ დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჩადენილს ჯგუფის მიერ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები