დავით უსუფაშვილი: დიასპორა სერიოზული ბერკეტი და იარაღია ჩვენი ქვეყნისთვის

თითოეული ქართველი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, არის, პრაქტიკულად, ქვეყნის ელჩი, რომელმაც საკუთარი სამშობლო უცხოეთში რაც შეიძლება უკეთ უნდა წარმოაჩინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” განაცხადა, სადაც კონფერენცია – “ქართული დიასპორის დღეები 2014” მიმდინარეობს. უსუფაშვილის თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა თითოეული მოქალაქე გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება.
“დიასპორა არის სერიოზული ბერკეტი და იარაღი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან თითოეული ქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხოეთში იმყოფება, ის არის პრაქტიკულად ქვეყნის ელჩი, რომელმაც საკუთარი სამშობლო უცხოეთში რაც შეიძლება უკეთ უნდა წარმოაჩინოს. ასე იქცევა ყველა თავმოყვარე ერი და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები